ვის ეშინია ჭაღარის

როცა პიერ პაოლო პაზოლინი გრძელთმიანთა უხმო რუპორის შესახებ წერდა წარმოიდგენდა, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ეს ტრივიალური ენა კვლავ ცოცხალი იქნებოდა? ალბათ კი, ადამიანის სხეული და შესაბამისად აზროვნების მექანიზმი ხომ კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე არ შეცვლილა, ამდენად თმათმეტყველებაც ალბათ მარად იქნება არავერბალური მეტყველების ნაწილი. ერთი ესაა მისი მნიშვნელობის (რომელიც ყოველ მოცემულ დროსა და მოცემულ საზოგადოებაში განსხვავებულია) გაგება (არათუ გახმოვანება) ყველას როდი ძალუძს, ხოლო გამგებთა შორის მიმღების (პაზოლინის მსგავსად) პოვნა კიდევ უფრო რთულია. ამიტომ თმაც, ძალით თუ ნებით, მარგინალიზაციის ერთ-ერთ იარაღად იქცა, იმ სპეციფიკით რომ ყოველი განსხვავებული ფორმა თავის თავში ატარებს პოტენციალს იქცეს მოდად, როგორც მაგალითად თავის დროზე მამრთა გრძელი თმა “პროტესტს ვაცხადებ” თემიდან “შემომხედეთ რა მაგარი ვარ” თემად გადაიქცა.

თუმცა ერთია ვსაუბრობდეთ ახალგაზრდა(!) ადამიანის გრძელ თმაზე, რომელიც ვაღიაროთ, რასაც უნდა გაჰყვიროდეს (თმა), მინიმუმ ესთეტურადაა თვალწარმტაცი და მეორეა ვისაუბროთ ჭაღარაზე, რომელიც რეალურად პირველი მინიშნებაა ყველაზე აუტანელ იდეაზე – სიკვდილზე. მითუმეტეს რომ პაზოლინისგან განსხვავებით, რომელიც დამკვირვებლის პოზიციიდან, ამდენად შედარებით ობიექტურად და მიუკერძოებლად “ახმოვანებს” სხვების თმებს, იძულებული ხარ პირველი პირით ილაპარაკო, ამიტომ სუბიექტურ განწყობას ვერსად გაექცევი.

რათქმაუნდა არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვინც ჭაღარის ტარებას ამჯობინებს, მაგრამ Continue reading “ვის ეშინია ჭაღარის”

Advertisements

ყვითელქუდა კაბა

ჩემი ყველაზე დიდი პროექტი როგორც იქნა დასრულდა და აი შედეგიც 🙂

Yellow Hoodie Dress

ინსპირაციის წყარო იყო ყვითელი ძაფის ორი დიდი გორგალი, რომელიც წლების წინ ჩემთვის ნაყიდი სვიტერის (ჩაუცმელად) დაშლის შედეგად შემომრჩა და ამ ხნის განმავლობაში დანიშნულება ვერ მოვუძებნე. Continue reading “ყვითელქუდა კაბა”

Kill Your Mediocrity

You know what? I believe that a piece of shit can be valuable if it impresses you and the price of the art work does not lay in how beautiful or satisfying it is by itself but how it makes you think or fantasize about something.

But the best effect is how it turns on your creative mojo…

Not that I was going to write anything about this movie but somehow I really felt that click in my mind, so why not? Continue reading “Kill Your Mediocrity”

ოლიმპიადა სენსაციების და მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონების გარეშეც მშვენიერია

მაშ ასე, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონებიც გამოვლინდნენ და ფაქტიურად დასრულდა კიდეც ფიგურულ ციგურაობაში ყველაზე მნიშვნელოვანი – ოლიმპიური სეზონი…

ჩემი, ისევე როგორც ამ სპორტის ალბათ ყველა გულშემატკივრის, მოლოდინი სრულიად გამართლდა – ოლიმპიური პოდიუმის ყველა საფეხური მათ დაიკავეს, ვისაც ვუწინასწარმეტყველებდით… Continue reading “ოლიმპიადა სენსაციების და მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონების გარეშეც მშვენიერია”

ფიგურული ციგურაობა – 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის პროგნოზი #2

სულ რამდენიმე დღე და ზამთრის ოლიმპიადაც დაიწყება!..

მოციგურავეები პირველივე დღეებიდან ჩაერთვებიან თავიანთი კარიერის უმნიშვნელოვანეს ასპარეზობაში. ჯერ გუნდური შეჯიბრებები გაიმართება, შემდეგ კი ინდივიდუალური (ფიგურული ციგურაობის ოლიმპიური განრიგი და მოასპარეზეთა სია იხილეთ აქ).

პირველები ბრძოლაში წყვილები და ვაჟები ჩაებმებიან და მეც სწორედ ამ ორი დისციპლინის ელიტარული მოციგურავეები უნდა წარმოგიდგინოთ, ისინი ვინც მხოლოდ პოდიუმის უმაღლესი საფეხურებისთვის აპირებენ ბრძოლას. მაშ ასე… Continue reading “ფიგურული ციგურაობა – 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის პროგნოზი #2”

ფიგურული ციგურაობა – 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის პროგნოზი #1

არ მახსოვს როდის ვნახე პირველად, არც ის როდის შემიყვარდა ან რატომ… შეიძლება ესეც გენეტიკურია, როგორც ამბობენ ჩემი დიდი ბებიაც გატაცებით უყურებდა ტელევიზორში. ჩემს ბავშვობაში კი არც ეგ იყო ხელმისაწვდომი, ასე რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ხანდახან თუ გადავაწყდებოდი სადმე და რა გასაკვირია, რომ მოციგურავეთაგან ერთი ევგენი პლუშენკოს ვცნობდი და მეორე ელენე გედევანიშვილს.

პროგრამებიდან კი ერთი დამამახსოვრდა თვალნათლივ – ჩინელი “და-ძმის” დრამატული გამოსვლა რომელიღაც ოლიმპიადაზე – ფინალში ერთ-ერთ ასროლას გოგოს ყინულზე დაცემა მოყვა, იმდენად მტკივნეული, რომ ბიჭის დახმარებით ძლივს წამოდგა. გამოსვლა შეწყდა… მაგრამ Continue reading “ფიგურული ციგურაობა – 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის პროგნოზი #1”

სიყვარული პირველი – ქსოვა

so so so წინა წლის შეჯამება ბრიჯიტ ჯონსის სტილში:

  • ცურვა – ისევ ვერ ვისწავლე;
  • ველოსიპედი – ისევ არცერთი მცდელობა;
  • საზღვარგარეთ მოგზაურობა – 1;
  • კინოფესტივალი – 3;
  • შეყვარებული – 0…

ჰმ, ჯონსისგან განსხვავებით კილოგრამებს მაინც არ ვითვლი… ჯერ!

სამაგიეროდ ეს წელი იმით იყო გამორჩეული, რომ
კვლავ დავუბრუნდი პირველ სიყვარულს – ქსოვას ♥

მასთან დაკავშირებული ჩემი ყველაზე ძველი მოგონება – Continue reading “სიყვარული პირველი – ქსოვა”