BIAFF 2016 დასრულდა!

Standard

როგორი სევდისმომგვრელია საიდანღაც წასვლა არა?! არ აქვს მნიშვნელობა შენი სახლიდან თუ სხვისი სახლიდან თუ სულაც სასტუმროდან… იქ, სადაც თუნდაც სულ რამდენიმე დღე იცხოვრე, რაღაცნაირად შენი ხდება… შენსა და ამ ადგილს შორის თითქოს უხილავი ძაფები იბმება და შენი ყოველი წასვლა ამ ძაფების დაწყვეტაა. არ ვიცი… შესაძლოა უბრალოდ ეს სევდა იმ – “დიდი წასვლის” ასოციაციური გახსენებაა…

ბათუმი ასეთი ბუნდოვანი სევდით დავტოვეთ… თუმცა უფრო მეტი იყო შვება, რომ ბოლოს და ბოლოს ამ დაუსრულებელ წვიმას თავს დავაღწევდით, მაგრამ ყველაზე მეტი იყო სიხარული – საკუთარ სახლში დაბრუნების სიხარული – Home Sweet Home ♥

მაშ ასე, BIAFF 2016 ანუ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა!

ფესტივალის ფარგლებში სულ 9 მხატვრული ფილმი ვნახე, აქედან 7 საკონკურსო:

და 2 ფილმი დიდოსტატთა კოლექციიდან:

და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი პროგრამა გაცილებით, გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე შარშანდელი. წელს ფაქტიურად შვიდივე საკონკურსო ნამუშევრით (სულ 9 ფილმი იღებს მონაწილეობას მხატვული ფილმების კონკურსში, სამწუხაროდ ორი ვერ ვნახე) მოვიხიბლე (მეტ-ნაკლებად რაღათქმაუნდა), აღარაფერს ვამბობ დიადი დიდოსტატების ფილმებზე, მაშინ როცა შარშან ნანახი 5 ფილმიდან ერთადერთი მომეწონა რეალურად და თავად კიმის შარშან ნაჩვენები ფილმიც წლევანდელს დიდად ჩამოუვარდებოდა (ჩემი აზრით რათქმაუნდა).

კინოფესტივალის გახსნაზეც ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება თუ “ბათუმის ტალღის” (ბათუმელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები) ჩვენების ტრადიციას დაამკვიდრებენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის ყურებას თავისებური წინასწარგანწყობა და კონცენტრაცია ჭირდება, რისი მიღწევაც გახსნის ცერემონიალით ცოტა არ იყოს გადაღლილს (მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე ხანგრძლივია) გაგიჭირდება, განსაკუთრებით თუ ბათუმის სტუმარი ხარ; მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი კი ისაა, რომ ეს მასპინძელი ბათუმის ერთგვარი პრეზენტაცია იქნება, როგორც ძალიან ფოტოგენური ქალაქისა და ამასთან ადგილობრივი ფილმწარმოების განვითარების ხელშეწყობაც. ამდენად ფესტივალის გახსნაზე შარშანდელ კინოჩვენებას (რომელიც მიზეზთა გამო სრულად ვერ ვნახე), ნამდვილად ვამჯობინებ წლევანდელს, მიუხედავად იმისა რომ ფილმებით ნამდვილად არ ვარ აღტაცებული.

არ მესმის ქართველი რეჟისორებისა, ნამდვილად არ მესმის, რატომ არ იყენებენ ასეთ შესანიშნავ ბუნებას და გარემოს, როცა მხოლოდ პეიზაჟებით შეგიძლია რაღაც მნიშვნელოვანი თქვა, იმას რომ თავი დავანებოთ რამდენი თემაა ხელუხლებელი. და რა არის ეს შეყვარებულობა ძველთაძველზე – ეს მხოლოდ ბათუმს არ ეხება რათქმაუნდა, კინოში ნანახი თბილისისთვის მიგიქცევიათ ყურადღება? მხოლოდ და მხოლოდ ძველი უბნები! კინოშიც, სერიალებშიც… განსაკუთრებულად კინემატოგრაფიულად ეჩვენებათ? თუ მიაჩნიათ რომ საერთაშორისო კინობაზარზე ვერავის დააინტერესებენ მაგალითად “საბჭოეთის დროინდელი კორპუსებით”?

ფიქრობენ რომ საქართველო “საერთო ისტორიიდან” თუ არ ამოჭრეს, თუ ხაზი არ გაუსვეს ჩვენს ერთადერთობასა და განუმეორებლობას “მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი” დეტალების აქცენტირებით (რომელიც ამ დროს ხშირად მთელი რეგიონისთვისაა საერთო)… ჯერ მარტო რად ღირს თბილისში განახლებული აღმაშენებლის გამზირის ამასწინანდელი პრეზენტაცია, რომელიც კიჩის (თუ უკვე კემპის არა) ფესტივალად აქციეს თავიანთი ხალიჩებითა და კოსტუმებით… დაგავიწყდათ?! ჩვენ უკვე გვყავდა ფარაჯანოვი! და ამით ყველაფერია ნათქვამი.

14500710_1441199422563320_6765205784467056979_o

14409858_1441199329229996_8171479928754088692_o

ფოტოები Tbilisi City Hall

ცოტა შორს წავედი და რომ არ დაგაბნიოთ დავაკონკრეტებ – “საერთო ისტორიაში” საბჭოთა წარსულს ვგულისხმობ, რომელზეც რეფლექსია ჯერ კიდევ არ მოგვიხდენია და არც ახლო მომავალში ვაპირებთ აშკარად, შესაბამისად მას სრულიად ვუგულვებელყოფთ და მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა აღმოვაჩენთ რომ ვიღაცას სტალინის ძეგლი ესაყვარლება. და იგივე მდგომარეობაა კინოშიც, სადაც არა თუ არ იღებენ ფილმებს იმ პერიოდზე, არამედ მასზე მინიშნებასაც კი გაურბიან (და რა გასაკვირია რომ ბათუმში ყოფნისას ყველაზე მეტად შენობაზე დანახულმა საბჭოთა სიმბოლიკამ გამაკვირვა, თბილისში ხომ ამის მსგავს ვეღარაფერს ნახავ).

წლევანდელ BIAFF-ზე კი  პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წარმოდგენილი ფილმები თავისუფლად მანევრირებდა საბჭოთა დროით სივრცეში, ყოველგვარი ზედმეტი აქცენტების გარეშე. ეს ფილმები არაა იმ ეპოქაზე, არამედ ადამიანებზე იმ ეპოქიდან. შედეგად ჩვენთვის ეს ნაცნობ-უცნობი გარემო ერთსა და იმავე დროს ახლობელიცაა და შორეულიც, ამდენად საინტერესო. ასევე იქნება დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებულად გამორჩეულნი კი მთელი მსოფლიოსთვის. თუ ჩვენც გადავლახავთ შიშს და სირცხვილს საკუთარი ახალი და უახლესი წარსულის მიმართ და ბოლოს და ბოლოს დავიწყებთ ანალიზს “ურაპატრიოტული” განწყობების გარეშე, იქნებ ჩვენც გამოგვივიდეს რამე.

ჰო, კიდევ ერთი რამ, რაც წლევანდელი ფილმების უმეტესობაში შევამჩნიე – გულის რევის სცენა!

არ ვიცი, აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება თუ მართლაც უეცრად გახდა პოპულარული, მაგრამ ფაქტია, ეს სცენა რატომღაც ძალიან მოსწონთ რეჟისორებს და აქტიურად გამოიყენებენ, რომ პერსონაჟის უკიდურესი გადაძაბვა დაგანახონ და ამის პირდაპირ ჩვენებით შეძრან მაყურებელი. ცოტა არ იყოს მარტივი გზა ხომ არ არის? ჯერჯერობით მუშაობს, მაგრამ კინემატოგრაფისტებს ვურჩევ ძალიან ნუ შეგვაჩვევენ, თორემ რეაქცია აღარ გვექნება 😀

სამაგიეროდ ძალიან გამიხარდება თუ BIAFF ასეთ კარგ პროგრამას შეგვაჩვევს, რაც წელს ქონდა. თუმცა რათქმაუნდა ეს თავად კინოს შემქმნელებს უნდა ვთხოვოთ თორემ, დარწმუნებული ვარ ყველა ფესტივალი საუკეთესოს ჩვენებას ცდილობს. ჰოდა ბარემ აქ ვარ და 2016 წლის BIAFF-ის გამარჯვებულ ფილმებსაც მოგახსენებთ (+ ჩემი კომენტარით)

  • გრანპრი –  „ზოოლოგია“ (ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას კიარადა მიხარია, რომ ჩემი და ჟიურის აზრი დაემთხვა ერთმანეთს. ეს ფილმი არამარტო მე, ჩემს ძმასაც მოეწონა, რომელიც საავტორო კინოს ფანი ნამდვილად არ არის, თუ რათქმაუნდა ტარანტინო არ არის (რას გადავეკიდე ამ კაცს 😀 ));
  • საუკეთესო რეჟისურა  –  “უღმერთო” (არ მინახავს 😦 )
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაციფარჰად ასლანი ფილმში „ქალიშვილი“ (ნამდვილად ღირშესანიშნავი შესრულება)
  • საუკეთესო მსახიობი ქალი –  ნატალია პავლენკოვა  ფილმში  „ზოოლოგია“ (მეც გამოვარჩიე ჩემს წერილში 😉 )
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „სიყვარულის შეერთებული შტატები“ (საინტერესო ნამუშევარია მართლაც) – “რაუფი”(ვერ ვნახე 😦 )

როგორ ვახერხებ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად იმ ფილმებს არ ვნახულობ, რომელსაც ჟიური გამოარჩევს ხოლმე, ამიტომ მინდოდა მაქსიმალურად მომეცვა ეს სექცია, სულ ორი ფილმი დამრჩა უნახავი და ორივე არ აღნიშნეს?! ეგ კიდევ არაფერი, შარშან თავად გრანპრის მფლობელი ფილმი არ მინახავს.

BIAFF-ის დანარჩენი გამარჯვებულები შეგიძიათ ნახოთ თავად საიტზე.

რამდენადაც დახურვის ცერემონიალს ვერ დავესწარი, facebook-ზე ატვირთულ “ლაივს” ვუყურე და მეწყინა, რომ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დარბაზის ნახევარზე მეტი ცარიელი იყო… არადა გახსნაზე იმდენი ხალხი ესწრებოდა, განა დახურვა უფრო საინტერესო არ უნდა ყოფილიყო ყველასთვის? აღმოჩნდა რომ არა…

ისე ვისურვებდი რომ ფესტივალის გახსნა-დახურვის ცერემონიალის აუდიო-ვიზუალური ელემენტებით შემკობაზეც იზრუნონ ცოტა 🙂 და შედარებით ადრე თუ დაიწყებენ მთლად უკეთესი 🙂 ეს ფესტივალი ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას და დაფასებას! წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ვინც ყოველ წელს სულსა და გულს დებს მასში!!!

მოკლედ BIAFF 2016-ით მეტად კმაყოფილი ვარ ♥

ერთადერთი ბათუმმა გამიტეხა თავისი გადაუღებელი წვიმებით…

უკეთესის იმედით (და ჩემი გადაღებული თოლიათი) დავიშალოთ 😀

img_9466

Advertisements

2 responses »

  1. Pingback: BIAFF 2017 დახურვის ცერემონიალზე | ekAniki's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s