ლამის მთელი ზაფხულია ჰარუკი მურაკამის Дэнс, дэнс, дэнс ვკითხულობ… ჰო, პირველად ვკითხულობ რომანს რუსულად (კვლავაც Thanks გებ) და არ ვიცი ენის, სიცხის თუ ზაფხულის აურის გადამკიდე, ისეთი ზოზინით გადავდივარ ფურცლიდან ფურცელზე, ასე მგონია როცა დავამთავრებ აღარც მემახსოვრება რა დავიწყე. მაგრამ მურაკამი-სანის მთელი მომხიბვლელობა ჩემთვის ისაა, რომ მასთან მთავარი თავად პროცესია – ის დრო, რომელშიც მომავალი განუწყვეტლივ იქცევა წარსულად ანუ მარადიული აწმყო. ყოველი “დღეს” და ყოველი “ახლა”, ჩვენი არსებობის ყოველი წამი ისეთი მნიშვნელოვანია მასთან, თითქოს რაღაც მოვლენა ყოფილიყოს. ამიტომ სკრუპულოზურად აღწერს როგორ გაიღვიძა, მიიღო შხაპი, რა და როგორ მოიმზადა და მიირთვა საუზმედ, რა ჩაიცვა, სახლიდან გასვლის წინ როგორ შეამოწმა ტექნიკა, რა გზებით მივიდა დანიშნულების ადგილამდე და ა.შ… და შენც ხვდები რომ ცხოვრება მხოლოდ პირველი კოცნა, სკოლის ბანკეტი, უნივერსიტეტის გამოცდები, სამსახურში დაწინაურება, ქორწილი და შვილის ყოლა ან ეიფელის კოშკიდან პარიზის თვალიერება არ არის, არამედ შენ მაშინაც ცხოვრობ, როცა თუნდაც მაცივარს ასუფთავებ… და ისევ მახსენდება კადრები”მემენტო”-დან, სადაც მთავარი გმირი შუა რბოლაში გამოფხიზლდება და ხვდება, რომ არ იცის სად გარბის, ვის მისდევს თუ ვინ მოსდევს… და ამ უთავბოლო ჭენებაში, როცა შენც აღმოაჩენ რომ აზრი გაგიწყდა, მურაკამი-სანის ადამიანი-ცხვარი დაგაკვალიანებს: Танцуй. Пока звучит музыка, продолжай танцевать. Понимаешь, нет? Танцуй и не останавливайся. Зачем танцуешь — не рассуждай. Какой в этом смысл — не задумывайся. Смысла всё равно нет и не было никогда.
ჰოდა ამ “ცეკვა-ცეკვაში” წიგნის მთავარი გმირი აღმოჩნდება ჰავაის კუნძულებზე და ჰონოლულუს პლაჟებზე მისი განცხრომის წარმოდგენისას უნებურად ვფიქრობ ბათუმზე… ჰო, კარგი, ვიცი, იოტისოდენა მსგავსებაც კი არაა, მაგრამ ამდენ ჭენებაში, ზოგჯერ გინდება ცხენიდან გადმოხტე (თუ თავად ცხენი არ ხარ 😀 ) და გაირინდო… და შარშან ჩემთვის ასეთი “ჩამოსახდომი” ადგილი ბათუმი და იქ ჩემი ჩასვლის მთავარი მიზეზი – BIAFF გახდა 🙂
(more…)